პრაქტიკული კვლევის ანგარიში
საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
მელანო წიწილაშვილი-- სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
2017-2018 სასწ. წელი
-1-
სარჩევი
შესავალი ........................................................................................................................................................3
ინფორმაცია სკოლის შესახებ .............................................................................................................4
პრობლემების იდენტიფიცირება .......................................................................................................4
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ...............................................................................5
კვლევის მიზანი .....................................................................................................................................5
კვლევის აქტუალობა...............................................................................................................................6
პრაქტიკული კვლევის არსი....................................................................................................................6
ლიტერატურის მიმოხილვა.....................................................................................................................7
კვლევის ამოცანა ....................................................................................................................................14
კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები ......................................................................................14
კვლევის სამიზნე ჯგუფი......................................................................................................................14
კვლევის მეთოდები...............................................................................................................................14
კვლევის გეგმა ........................................................................................................................................14
კვლევის ვადები ...................................................................................................................................16
.მონაცემთა ანალიზი............................................................................................................................17
კვლევის მიგნებები..............................................................................................................................27
კვლევის მდგრადობა ..........................................................................................................................27
ინტერვენციები: ...................................................................................................................................28
ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება..............................................................................29
კვლევის ნაკლოვანებები ....................................................................................................................30
რეკომენდაციები ..................................................................................................................................30
დასკვნები.....................................................................................................................................................31
ბიბლიოგრაფია ...........................................................................................................................................32
დანართი 1- კითხვარი მოსწავლეებისათვის ....................................................................................34
დანართი 2-კითხვარი მშობლებისათვის...........................................................................................35 დანართი 3 კითხვარი მასწავლებლებისათვის................................................................................36
რეფლექსია.....................................................................................................................................................37
-2-
შესავალი
„საშინაო დავალება“ – ეს ის სიტყვათა შეხამებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად იცნობს. სკოლის ცხოვრება ამ სიტყვების გარეშე წარმოუდგენელია. ბევრი დაწერილა საშინაო დავალების მოცულობაზე, მშობლის ჩართულობაზე, მიზნებსა და შესრულების წესებზე.სკოლა და ოჯახი ის ადგილებია, სადაც ბავშვები ყველაზე დიდ დროს ატარებენ. ის კი, რაც ყველაზე მეტად აკავშირებს მასწავლებელსა და მშობელს ერთმანეთთან, საშინაო დავალებაა.
საშინაო დავალება, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ზოგადი განათლების საფეხურზე, სწავლების სავალდებულო ნაწილია. მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.
მასწავლებლისთვის საშინაო დავალება შესწავლილი მასალის გამყარების, სასწავლო გეგმის სრულყოფილად დაფარვის, ჯგუფის პროგრესის შეფასების ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ის დამატებით სამუშაო საათებად, თავსატეხად და მოსწავლეების უკმაყოფილების საბაბად შეიძლება გადაიქცეს. საშინაო დავალების გამო, ალბათ, არაერთ მოსწავლესა და მშობელს შორის, ან მასწავლებელსა და მშობელს შორის წარმოშობილა კონფლიქტი. დადებით ჭრილში, მშობლისთვის საშინაო დავალება შეიძლება განვიხილოთ შვილის აკადემიური პროგრესის მონიტორინგის, სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობად. საშინაო დავალება მშობელს ინფორმაციას აწვდის ბავშვის აკადემიური განვითარების, მის წინაშე მდგომი სირთულეების და მისი წარმატებების შესახებწინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა განახორციელა ამავე სკოლის პედაგოგმა: მელანო წიწილაშვილმა, მათემატიკის მასწავლებელმა, მასწავლებლისთვის აქტუალური, იდენტიფიცირებული სასწავლო პრობლემებიდან გამომდინარე.
ნაშრომში განხილულია საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები, კვლევის დროს თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდებით შეგროვილი მონაცემთა ანალიზი, პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი ინტერვენციები, ინტერვენციების შედეგები, მისი შეფასება და დასკვნა.
-3-
ინფორმაცია სკოლის შესახებ
სსიპ საჩხერის მუნიციუპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში სწავლობს 146 მოსწავლე, სკოლა მცირე კონტიგეტიანია, არის დაწყებითი , საბაზო და საშუალო საფეხური, მუშაობს 28 მასწავლებელი. სკოლაში მშვიდი, უსაფრთხო გარემოა.
პრობლემების იდენტიფიცირება
ჩვენს პრაქტიკაში ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს არ ქონდათ მომზადებული საშინაო დავალება, მათ არგუმენტად სხვადასხვა მიზეზი მოჰქონდათ, თუ ეს ეხებოდა წერით დავალებას ამბობდნენ, რომ სახლში დარჩათ , ვერ გაიგეს, დაავიწყდათ. რაც შეეხება მოსაძიებელ ან მოსამზადებელ დავალებას, ცდილობდნენ, სხვადასხვა არგუმენტით გაემართლებინათ თავი, ზოგი რესურსის არ ქონას იმიზეზებდა, ზოგს ოჯახში რაღაც პრობლემის გამო დროის უქონლობას. არაფორმალური დაკვირვებით და გამოცდილებით, პრობლემები საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით უფრო მეტად დაწყებითი საფეხურის ბოლო კლასებში და საბაზო საფეხურზე შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, მოხდა შემდეგი საკვლევი პრობლემის გამოკვეთა: საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
ვფიქრობ, ამ კვლევის ჩატარების შედეგად სარგებელი ექნებათ მოსწავლეებს, ვინაიდან განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, მიეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო დავალება ასევე მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.საშინაო დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო საქმიანობას, აგრეთვე დაეხმარებათ გააუმჯობესონ შვილებს გარემო და მეტად აქტიურად ჩაერთონ მათი სწავლის პროცესში. საშინაო დავალებაზე კვლევაში გამოთქმული რეკომენდაციები (პასუხისმგებლობის გამომუშავება, წესებისა და პროცედურების შემუშავება, სამუშაო სივრცის სწორად ორგანიზება, სასაუბრო ლექსიკიდან ნეგატივის გამორიცხვა და სხვა), რომლებსაც განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები გვათავაზობენ, მასწავლებლებს დაეხმარებათ მეტ-ნაკლებად გადაჭრან აქტუალური პრობლემები, მოსწავლეებს გააუმჯობესებინებს ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგებს, ამ კვლევის შედეგად სარგებელი ექნება სკოლას, რადგან ამ პრობლემის მოგვარების შედეგად მოსწავლეთა ქმედება იქნება თვითმმართვადი. შეძენილი უნარები გამოადგებათ სხვა საგნების დავალების შესრულებისას, რაც საბოლოოდ აისახება მათა აკადემიურ შედეგებზე.
-4-
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად მნიშვნელოვანი იყო პასუხი გამეცა კვლევის მთავარი კითხვისთვის, სამუშაო შეხვედრა გავმართე სკოლის მასწავლებლებთან, ჩატარებული შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები:.
1. ერთ-ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ შემდეგი: სკოლაში არ არსებობდა მასწავლებლებს შორის შეთანხმებული პოზიცია საშინაო დავალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად არ გვქონდა შემუშავებული საერთო სასკოლო წესი - რის გამოც შესაძლოა დავალება სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს მიეცათ დიდი მოცულობით, რაც თავისთავად მოსწავლეებში მის დემოტივაციის გამოიწვევდა.
2. საინტერესო იყო რამდენად სწორად იყენებდნენ მასწავლებლები საშინაო დავალების ეფექტიანად გამოყენების პრინციპებს.
3. გარემო საშინაო დავალების შესასრულებლად- მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო ამ ეტაპზე ყველა მოსწავლეს აქვს თუ არა შესაბამისი გარემო საშინაო დავალების შესასრულებლად.
4. მშობლების როლი საშინაო დავალების შესრულებაში - რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მშობლებს შვილების საშინაო დავალება, რამდენად ჩართული არიან ისინი მის შესრულებაში.
კვლევის მიზანი
• საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების დადგენა,
• პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა,
• შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
• საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,
• თვითშეფასება;
• რას ფიქრობენ ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები ჩემ მიერ მიცემული საშინაო დავალების სირთულის და მოცულობის შესახებ.
-5-
კვლევის აქტუალობა
საშინაო დავალების თემაზე ხშირად საუბრობენ პედაგოგიურ წრეებში, მაგრამ ზუსტი პასუხი ჯერ არავის გაუცია. ბავშვს უნდა რჩებოდეს თავისუფალი დრო თამაშისათვის, დასვენებისთვის, მაგრამ გასარკვევია, პრობლემა საშინაო დავალების სირთულეშია თუ მოცულობაში? ბავშვის უყურადღებობაში თუ დროის არასწორ განაწილებაში? რა დოზით უნდა მივცეთ ბავშვებს დავალება, რომ ეს საქმე ტანჯვად არ ექცეთ და არ მოიკლოს მათმა აკადემიურმა მოსწრებამ?
პრაქტიკული კვლევის არსი
პრაქტიკული კვლევა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის,რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს სკოლაში, და როგორ ვაქციოთ ის უკეთეს ადგილად.
სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევრის ჩამოყალიბებასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას. ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კვლევის ამ მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და დაინახოს შედეგი.
სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა მასში მონაწილე ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში, მათ მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზა და არ იყოს ეს მათთვის შეთავაზებული გარეშე პირის მიერ.
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის,სახით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს, ეს არის პრობლემური სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად და რაც მთავარია , სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. -6-
მასწავლებელი კოლეგებთან ერთდ გეგმავს და იყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ შეისწავლოს საკუთარი პროფესიული საჭიროებები და ჩაატაროს კვლევა გამოვლენილი საკითხის გასაუმჯობესებლად. კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გამოქვეყნება სამეცნიერო ნაშრომის ფორმით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეხმარება მასწავლებელს საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგებისგაუმჯობესების მიზნით. პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებითიკვლევათა რიცხვს, რომელიც მოიცავს ეტაპებს, რომლის სრულყოფილადწარმართვის შედეგად შეგიძლია გარკვეული დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება.
ლიტერატურის მიმოხილვა
საშინაო დავალება სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი, მაგრამ ხშირად საკამათო ნაწილია. საშინაო დავალება მოსწავლეებს შორის პოპულარობით
ნაკლებად სარგებლობს, რასაც ხშირად მასწავლებლები და მშობლებიც ეთანხმებიან. მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, საშინაო დავალება სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.საშინაო დავალების ტიპები და მათი ეფექტურად გამოყენება
საშინაო დავალების ეფექტურობის განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს მასწავლებლის მომზადება და საშინაო დავალებების შედგენის, გამოკითხვის და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა.
განასხვავებენ აკადემიური და არააკადემიური ტიპის საშინაო დავალებებს. პირველ კატეგორიას განეკუთვნება: განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებები. ხოლო არააკადემიური დავალებების კატეგორიაში ერთიანდება პიროვნული და სოციალური თვისებების და უნარ-ჩვევების განმავითარებელი დავალებები.
აკადემიური საშინაო დავალების სახეები:
განმამტკიცებელი საშინაო დავალება ყველაზე ფართოდ გამოიყენება და კლასში შესწავლილი მასალის გამეორება-განმტკიცებას ემსახურება. მოსწავლეს შეიძლება დაევალოს დამატებითი ფაქტების, ცხრილების, მწკრივების და სერიების, მათემატიკური ფორმულების, ფიზიკის კანონების, გეოგრაფიული მდებარეობების და ა.შ. დამახსოვრება.
-7-
მკვლევარების მოსაზრებით, ყველაზე ეფექტურია ისეთი განმამტკიცებელი დავალებები, რომლებიც ახალი მასალისა და მოსწავლის პირადი გამოცდილების დაკავშირებას უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ მოსწავლეებმა ასტრონომიის გაკვეთილზე ისწავლეს დიდი დათვის თანავარსვლავედი, ეფექტური იქნება დავალება, რომლის ფარგლებშიც, მათ სხვადასხვა სურათზე უნდა ამოიცნონ ეს თანავარსკვლავედი. ასეთივე ტიპის იქნება დავალებები, რომლებიც ამბის, მოთხრობის დაწერას, მშობლებისგან ინტერვიუს აღებას, ოჯახის სხვა წევრებისთვის ახალი მასალის სწავლებას გულისხმობს.
განმამტკიცებელი დავალებები ახალი ცოდნის გამყარებას და კონკრეტულ უნარ-ჩვევაში დახელოვნებას ემსახურება.
მოსამზადებელი საშინაო დავალება, ტრადიციულად, შეიძლება გულისხმობდეს: საკითხავი მასალის გაცნობას და საბიბლიოთეკო ან ინტერნეტ კვლევას, პრეტესტის დაწერას, ახალი ამბების მოსმენას, კლასში მისატანად სხვადასხვა ნივთის მოპოვება-მომზადებას, ახალ თემატიკაზე შეკითხვების განხილვას. ამ ტიპის დავალებები უფრო მეტად უფროს კლასებში და ჰუმანიტარულ დისციპლინებში გამოიყენება, თუმცა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ლაბორატორიული მუშაობის მოსამზადებელ ეტაპზეც შეიძლება შეგვხვდეს.მოსამზადებელი საშინაო დავალებების მთავარი მიზანია, მოსწავლე შეემზადოს ახალი ცნებების და მასალის გასაცნობად, მოხდეს მისი მოტივირება.
სააზროვნო ტიპის საშინაო დავალება მიღებული ცოდნის განმტკიცების და უნარ-ჩვევების ათვისების შემდეგ, მის ახალ კონტექსტში ან ახლებურად გამოყენებას გულისხმობს. სააზროვნო დავალებებს შორის ყველაზე გავრცელებულია საგანში მიღებული ცოდნის გამოყენება რეალური პრობლემების გამოსაკვლევად და გადასაჭრელად. ასევე, სააზროვნო დავალების ფარგლებში, შესაძლოა განხორციელდეს თეორიული მსჯელობა პრობლემისა და ჰიპოთეზების გარშემო. ამ ტიპის დავალებები შედარებით რთულია და მათი შესრულება მეტ მოსამზადებელ დროს მოითხოვს.
ინტეგრირებული დავალება, სააზროვნო საშინაო დავალების მსგავსად, ამოცანების, პრობლემების გადაჭრის, ჰიპოთეზის განხილვის, შედარებითი და ისტორიული ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძებნის სახით შეიძლება წარმოადგინოს მასწავლებელმა. ინტეგრირებული დავალების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მის შესასრულებლად მოსწავლემ სხვადასხვა უნარ-ჩვევა ან სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენოს.
შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებებს განეკუთვნება ისეთი დავალებები, როგორიცაა: წიგნის ანალიზი, სემესტრული თემა, კვლევითი პროექტი. ასეთი დავალებები გრძელვადიანია და კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. შემოქმედებითი დავალებების მიზანია, მასწავლებელმა მოსწავლისგან მიიღოს ინდივიდუალური და ორიგინალური პროდუქტი. -8-
აკადემიური სახის საშინაო დავალებებს შორის ყველაზ ე გავრცელებულია განმამტკიცებელი და მოსამზადებელი დავალებები. ამის ერთ-ერთი საფუძველი ალბათ ის გახლავთ, რომ ახალი მასალის 50%-იანი ხარისხით განმტიცებას ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ოთხჯერ გავრჯიშება მაინც სჭირდება, ხოლო ცოდნის 80%-იანი ხარისხის მიღწევას _ 24-ჯერ გავარჯიშება. გარდა ამისა, ამ ტიპის დავალებები, როგორც წესი, წინასწარ გაწერილია სახელმძღვანელოებში და შესაბამისად, მათ შედგენაზე მასწავლებელს დამატებითი დრო არ ეხარჯება. შემოქმედებითი, ინტეგრირებული და სააზროვნო დავალებები კი, ძირითადად, მასწავლებლის მოსაფიქრებელი და შესადგენია. მათი შედგენისას მას შეუძლია, თავისუფლად გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები, მათი ცოდნის დონე, სოციალური ფონი და ა.შ.
არააკადემიური საშინაო დავალებები: ქცევითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მასწავლებელმა არაკადემიური და აკადემიური დავალებების სინთეზი შეიძლება მოახდინოს. მაგალითად, თუ მოსწავლეს ლიტერატურის გაკვეთილზე ევალება პერსონაჟის ანალიზი, ეს ხელს უწყობს როგორც სასწავლო მასალის ათვისებას, ასევე ქცევითი ნორმების განხილვა/განსაზღვრასაც. მოსწავლეთა შორის გუნდური მუშაობის დანერგვის მიზნით, მასწავლებლები ჯგუფურ პროექტებს, პრეზენტაციებს და საველე გასვლებს იყენებენ. მოსწავლეებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად ინიშნება მშობელთა ინტერვიუები სხვადასხვა საკითხზე.
არააკადემიური სახის დავალებების ზემოქმედება სასწავლო პროცესზე კვლევის საგანი ჯერ არ გამხდარა და ამდენად, მათი გავლენა მოსწავლის განვითარებაზე უცნობია, თუმცა, ექსპერტების და სპეციალისტების მოსაზრებით, არააკადემიურ დავალებებს უფრო მასშტაბური გავლენა შეიძლება ჰქონდეს, აკადემიური სახის დავალებებთან შედარებით.
დავალების შეფასება ხორციელდება ნიშნებით, სიტყვიერად, წერილობითი კომენტარებით ან ისეთი წამახალისებელი ფორმით, როგორიც არის ჯილდო. საშინაო დავალების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შეფასების შესაძლებლობები. მან დავალების გამოკითხვას 10 წუთზე მეტი არ უნდა დაუთმოს, ხოლო შინ დავალების შესწორებას თითოეულ კლასზე დაახლოებით ერთი საათი უნდა დაუთმოს.
საშინაო დავალების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო პოლიტიკის არსებობა, რომელიც დაარეგულირებს საშინაო დავალების ტიპებს და მოცულობას, გაწერს საშინაო დავალებას სხვადასხვა საგნის სილაბუსებში, კოორდინაციას მოახდენს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევების დროს ცხადად გამოვლინდა, რომ დიდი მოცულობის დავალება უარყოფით გავლენას -9-
ახდენს -მოსწავლის მოტივაციაზე, ინტერესსა და აკადემიურ მოსწრებაზე. რეკომენდებული მოცულობაა დღიურად არა უმეტეს 2 საათისა ყველა საგანში ერთად. აღსანიშნავია, რომ კლასგარეშე დამატებითი/დამხმარე გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა ქცევის, მოტივაციის და სამუშაო თვისებების გაუმჯობესებას. სხვადასხვა ტიპის (განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი) საშინაო დავალებების ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია და/ან მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2010 წელს გამოცემულ წიგნის: ეფექტიანი სწავლება -თეორია და პრაქტიკა, მე-9 თავი არის საშინაო დავალება, რომელიც
მოამზადა მარიამ გაბაშვილმა, სხვა და სხვა ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით. არის თუ არა საშინაო დავალება შედეგიანი მაგალითად მოყვანილია კუპერი, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა საშინაო დავალების ეფექტიანობის საკითხი 120 კვლევაზე დაყრდნობით. კვლევის 70
პროცენტის საფუძველზე, აღმოჩნდა რომ მოსწავლეები, რომლებიც ასრულებენ საშინაო
დავალებას, გაცილებით წარამტებულნი იყვნენ, ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებიც არ ასრულებდნენ დავალებას. მოცემულ ლიტერატურაში აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ საშინაო დავალების მიზანი შეიძლება იყოს:
• მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება;
• კლასში ნასწავლი მასალის გამეორება და გამყარება;
• დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარება;
• თვითდისციპლინის გამომუშავება;
• პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა;
• დროის სწორად განაწილების უნარის ჩამოყალიბება;
• მშობლების ჩართვა შვილების სწავლის პროცესში;
• მომზადება სამომავლო გაკვეთილებისა და თემებისთვის;
• კვლევისთვის აუცილებელი უნარების განვითარება;
• სკოლაში დაწყებული სასწავლო აქტივობების გაგრძელება.
საშინაო დავალების უარყოფით მხარეებში ხშირად მოიაზრებენ მობეზრებას, როდესაც მოსწავლე იღლება სწავლისაგან და საშინაო დავალებების შესრულებებისაგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესისა და მოტივაციის კლება, საშინაო დავალებამ შეიძლება, ასევე, ხელი შეუწყოს სოციალური უთანასწორობის გაღრმავებას სკოლაში, კერძოდ, შედარებით ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსწავლეები, შესაძლებელია, დაიჩაგრონ იმით, რომ მათ სახლში საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო გარემო, დრო და რესურსები არ ჰქონდეთ; (ეფექტიანი სწავლება 2010: 151) ასევე, ხელმოკლე ოჯახებში მოსწავლეები შეიძლება დატვირთული იყვნენ სხვა დამატებითი საქმიანობითა და პასუხისმგებლობებით და საკმარისი დრო ვერ დაუთმონ საშინაო დავალებას. -10-
ვფიქრობ, იმის მიხედვით, თუ რა შეიძლება იყოს საშინაო დავალების მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს. მასწავლებელს შეუძლია მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა დამოუკიდებლად სწავლის უნარი; დროის სწორად განაწილების უნარი; კრიტიკული აზროვნების უნარი; ინფორმაციის გადამუშავების უნარი; პრობლემის გადაჭრის უნარი. მოსწავლე ეჩვევა დროის უკეთესად განაწილებას და უღვივდება ინფორმაციის მიღების სურვილი, ეზრდება პასუხისმგებლობის გრძნობა, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდას. აღნიშნული სტატია ძალიან კარგი რესურსია მასწავლებლებისთვის, რადგან განხილულია საშინაო დავალების ეფექტიანობის პრინციპები და რეკომენდაიები.
საშინაო დავალება არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სასჯელი;
საშინაო დავალება უნდა გასწორდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ზედმიწევნით;
საშინაო დავალება რომ ეფექტური იყოს, უნდა მოხდეს მისი ინტეგრირება იმ მასალასთან, რომელსაც მოსწავლეები კლასში ეუფლებიან; საშინაო დავალება ყველაზე ეფექტიანი მაშინ არის, როდესაც ის ორიენტირებულია სასწავლო გეგმის ძირითად მიზნებზე;
საშინაო დავალება უფრო საინტერესო იქნება, თუ მოსწავლეთა მიერ კლასში ნასწავლ მასალას ყოველდღიურ ცხოვრებასთან დააკავშირებთ.
საშინაო დავალების სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ორგანიზებულობისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებას.
თუ მოსწავლე არ შეასრულებს საშინაო დავალებას, ამას უნდა მოჰყვეს
მასწავლებლის მხრიდან შესაბამისი რეაგირება.
არ არის აუცილებელი საშინაო დავალებაზე მოსწავლე მარტო მუშაობდეს. შესაძლოა დავალება მიეცეს მოსწავლეთა ჯგუფს (ერთობლივი საშინაო დავალება)
მკვლევარების აზრით, საშინაო დავალების ეფექტორობა დამოკიდებულია მოსწავლეთა ასაკზე (ეფექტიანი სწავლება 2010: 152-155).
რეკომენდირებულია, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა საშინაო დავალების შესრულებას დღეში, დაახლოებით, 90 წუთი დაუთმონ. (ეფექტიანი სწავლება 2010, 156).
საშინაო დავალების ერთიანი სასკოლო პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საშინაო დავალების ეფაქტიანობის ხარისხის გაზრდაში. -11-
საშინაო დავალება ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომლის მეშვეობით მშობლები აკვირდებიან საკუთარი შვილების სწავლის პროცესსა და წინსვლას, იგებენ, რა ხდება ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი მხარეა იმის ცოდნა, რომ ყველა გაკვეთილზე თითოეული მოსწავლის მიმართ არსებობს ერთი და იგივე დამოკიდებულება, ვინაიდან ყველა მასწავლებელი მიჰყვება ერთსა და იმავე წესს. (ეფექტიანი სწავლება, 2010, 160).
სკოლაში და რა თემებს სწავლობენ მათი შვილები. საუკეთესო დახმარება, რომელიც შეუძლია მშობელმა შვილს გაუწიოს საშინაო დავალებაზე მუშაობისას, მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნაა (ეფექტიანი სწავლება 2010, 157).
მიგვაჩნია, რომ მოცემული ლიტერატურაში ჩამოთვლილი პრინციპების
დაცვა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საშინაო დავალების შედეგის გაზრდას, რადგან მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო, ეფექტური და მოტივაციის აღმძვრელი იქნება, შესაბამისად გაიზრდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები. ჩვენი აზრით, შესრულების საერთო სასკოლო წესის შემოღება გამორიცხავს მის მობეზრებას, რადგან დავალების მოცულობის დარეგულირება, მისი სისტემატიური და დროული შემოწმება, ნაშრომების მოსწავლეებისთვის დაბრუნება, შესაძლებელია ამ წესის შემოღებით. ასევე შეიძლება განისაზღვროს თუ რა მოეთხოვება მშობლებს. მნიშვნელოვანია ისიც რომ, სკოლას შეუძლია საშინაო დავალების შესასრულებელი წრეები ჩამოაყალიბოს, საჭიროების შემთხვევაში, რათა აღმოიფხვრას სოციალური უთანასწორობა
მოსწავლეებს შორის.
მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები,
რომლებიც მშობლებს საშინაო დავალებების მომზადებისას დაეხმარებათ:
პასუხისმგებლობა - როცა ბავშვს საშინაო დავალების შესრულების აუცილებლობა და ვალდებულება ექნება გააზრებული, მას პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდება.
წესები და ვალდებულებები - საშინაო დავალების სისტემატიური შესრულება
აჩვევს რეჟიმს და ასწავლის ორგანიზებულობას .
სამუშაო სივრცის ორგანიზება - სასურველია გარემო, სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული, მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისე უნდა ისხდნენ მაგიდასთან, რომ ქვედა კიდურები იატაკს ებჯინებოდეს, შუქი სამუშაო ადგილას მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ბავშვი ცაციაა, პირიქით, მარჯვნიდან). ოთახში დავალებების შესრულებისას დაიცავით სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს და ხელს უშლის მას კონცენტრირებაში.ვისწავლოთ ბავშვთან ერთად და არა მის მაგივრად! - ხშირია შემთხვევები
როდესაც მშობელი შვილს საშინაო დავალების შესრულების დროს იმაზე მეტ დახმარებას უწევს , ვიდრე საჭიროა, რაც ხელს უშლის მის განვითარებას. -12-
დაეხმარეთ მაშინ, როცა ის ამას საჭიროებს. - თუ მშობელი სირთულეებს აწყდება შვილთან საშინაო დავალების შესრულების დროს , კარგი იქნება თუ ითანამშრომლებს მასწავლებელთან.ხაზი გაუსვით მის წარმატებებს! ხშირად შეაქეთ! (ნანა ლომიძე, 2015, საშინაო
დავალება დასჯა არ არის(რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს)
http://mastsavlebeli.ge/?p=1779) ვთვლით, რომ ლიტერატურიდან მოყვანილი ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინება დაეხმარებათ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც მოსწავლეებისთვის გარემოს გაუმჯობესებაში და საშინაო დავალების ხარისხის გაზრდაში, რადგან მოსწავლისათვის მიღწევადი და მაღალი მოლოდინის დასახვა მნიშვნელოვანია მათი წარმატებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ეფექტური უკუკავშირის მიცემა: დროული, კონკრეტული, პოზიტიური უკუკავშირი, რასაკვირველია, ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, შესაბამისად გაიზრდება საშინაო დავალების ხარისხიც და აკადემიური მოსწრებაც.
საბოლოოდ, განხილული ლიტერატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება მასწავლებლებს ,გაითვალისწინონ საშინაო დავალების დადებითი და უარყოფითი მხარეები და იმგვარად გამოიყენონ სასწავლო პროცესში, რომ ხელი შეუწყონ მოსწავლეთ მოტივაციის ამაღლებას.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისთვის აგრეთვე გამოვიყენე:
,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II. იგი საუკეთესო რესურსია მასწავლებლებისთვის. კველავასთან დაკავშირებით დეტალურადააა გაწერილი ის ნაბიჯები და ეტაპები, რაც თანმიმდევრულად უნდა განახორციელოს მასწავლებელმა კვლევის დროს.
თინათინ ზურაბიშვილის წიგნში ,,თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ განხილულია სოციალურ კვლევის თანამედროვე პრაქტიკაში ყველაზე გამოყენებადი ისეთი თვისებრივი მეთოდები, როგორებიცაა: სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, რომელიც გამოვიყენეთ კვლევის დროს.
ლია წულაძის ნაშრომი ,,რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ საუბარია მეთოდების მრავალფეროვნებაზე, რაოდენობრივზე და თვისებრივ მეთოდებზე, ახსნილია რაოდენობრივი მეთოდის მნიშვნელობა, მისი აუცილებლობა სოციალური მეცნიერებებითვის. განხილულია სოციალური კვლევის ბუნება, მასთან დაკავშირებული ეთიკის საკითხები
-13-
კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს საკვლევ კითხვებს შეგროვებული მონაცემების, არაფორმალური დაკვირვების და გამოცდილების საფუძველზე.
კვლევის მთავარი კითხვები და ქვეკითხვები
1.რა არის დაწყებითი საფეხურის ბოლო წლებში და საბაზო საფეხურზე საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი?
ქვეკითხვები:
რამდენად აკმაყოფილებს მასწავლებლების მიერ მიცემული საშინაო დავალებები მის ეფექტურად გამოყენების პრინციპებს?
ემსახურება თუ არა საშინაო დავალება მოსწავლეთა მიღწევების
გაუმჯობესებას?
რა როლი აქვთ მშობლებს საშინაო დავალების მომზადებაში?
რა არის მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზი საშინაო დავალების შესრულებისას?
კვლევის სამიზნე ჯგუფი
1. სკოლის V,VI, VII, VIII, IX, კლასის მოსწავლეები .
2. სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან V,VI, VII, VIII, IX
კლასებში.
3. V,VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეთა მშობლები.
კვლევის მეთოდები
1. კითხვარები
2. ფოკუსჯგუფი
3. ჩაღრმავებული ინტერვიუ
4. მეორადი მონაცემების ანალიზი
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი მეთოდი კითხვარები, ისე თვისობრივი მონაცემთა შეგროვების მეთოდები: ჩაღრმავებული ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი და მეორადი მონაცემების ანალიზი.
კითხვარები მომზადდა V,VI, VII, VIII, IX კლასების მოსწავლისათვის, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო კლასი V,VI, VII, VIII, IX ს მოსწავლეების თითოეულმა მშობელმა. მოსწავლეებს კითხვარები გავატანე სახლში. -14-
კითხვარის დარიგების ეს ფორმა რესურსების შეზღუდულობის გამო ყველაზე ეფექტურად მივიჩნიე, კითხვარი მომზადდა აგრეთვე მასწავლებლებისათვის, რომლებიც ასწავლიან V,VI, VII, VIII, IX კლასებში.
შესავსებად 2-3 დღე მივეცით. დროის ეს მონაკვეთი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა
კითხვარის შესავსებად.მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დააბრუნეს კითხვარები მიგვაჩნია, რომ მიღებული კითხვარები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის მშობლების დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების გასაგებად, მოსწავლეების დამოკიდებულებებისა და აგრეთვე, გარემოს შესახებ გავარკვიეთ, რამდენად ეფექტურად იყენებენ მასწავლებლები საშინაო დავალებას სასწავლო პროცესში.
ფოკუსჯგუფი ჩატარდა VII კლასის მოსწავლეებთან, ფოკუსჯგუფის მიზანი იყო, მიგვეღო უფრო ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლეებისაგან რადგან კითხვარების შედეგად გამოვლინდა, რომ მეშვიდე კლასის 80 პროცენტს უჭირდა ინგლისური ენის საშინაო დავალების შესრულება და 80 არ უჭირდა და უპირატესობას ანიჭებდა მათემატიკის დავალების შესრულებას, ფოკუსჯგუფის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეების 60 პროცენტს უჭირდა მათემატიკის დავალების შესრულებაც, ფაქტიურად შეიცვალა რაოდენობრივი კვლევის მონაცემი, რის საფუძველზეც ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავწერეთ ინგლისური ენის მასწავლებელთან და მათემატიკის მასწავლებელთან, ინტერვიუს მიზანი იყო გაგვერკვია, მათი აზრით, რატომ უჭირდათ მოსწავლეებს დავალების შესრულება, რა იყო ამის მიზეზი, რა სიხშირით აძლევდნენ საშინაო დავალებას, რა მოცულობით?
მეორადი მონაცემების ანალიზი- საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენების განსასაზღვარად შევაგროვეთ მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულები. ავირჩიეთ კონკრეტული რიცხვები და შევამოწმეთ ყველა საგნის საშინაო დავალება. მათემატიკაში და ქართულში მოსწავლეებს დავალება ყოველ დღე აქვთ, ამას ემატება სხვა საგნების დავალებებიც. აღმოჩნდა რომ, ხშირად ერთ დღეს მოსწავლეები დავალებას ასრულებდნენ, როგორც ქართულში, მათემატიკაში, ინგლისურში, ხელოვნებაში ასევე სხვა საგნებშიც. ხშირად ამ დავალებების საერთო მოცულობა დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ითვალისწინებდნენ დასვენების დღეებს და მაშინ აძლევდნენ შედარებით დიდი მოცულობის დავალებებს, ვფიქრობთ, რომ მოსწავლეებისთვის დავალების შესრულება შესაძლოა დამღლელი ყოფილიყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კონკრეტულ საგანს, მაგალითად, უცხო ენას --ინგლისურს, დავალების მოცულობა დიდი არ იყო.
-15-
კვლევის ვადები
აქტივობა იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება X
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება X
კვლევის ჯგუფის შექმნა X
კვლევის ჯგუფის წევრთა შეხვედრები X X X X X X
კითხვარის შედგენა დამუშავება X
ფოკუსჯგუფი მე-6-ე კლასის მოსწავლეებთან X
ჩ აღ რმავებული ინტერვიუები მასწავლებლებთან X
ჩ აღ რმავებული ინტერვიუები მასწავლებლებთან X
გამოკითხვა X
მიღ ებული შედეგების ანალიზი X
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა X
ინტერვენციის განხორციელება X
ინტერვენციების შედეგების ანალიზი X
კვლევის ანგარიშს მომზადება X X
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებისთვის პრეზენტაციის გაცნობა X
მონაცემთა ანალიზი
კითხვარი მოსწავლეებს
1.ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებას?
ყოველთვის-70%
ხშირად-15%
იშვიათად-15%
არასდროს-0%
2.რა დროს უთმობთ საშინაო დავალების შესრულებას?
-17-
2სთ-60%
1სთ-20%
1,5სთ-15%
სხვა-5%
3.არის თუ არა საშინაო დავალება მოსაბეზრებელი?
-18-
ყოველთვის-7%
ხშირად-8%
იშვიათად-30%
არასოდეს-55%
4.მოგსვლიათ თუ არა კონფლიქტი მშობლებთან საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით?
ყოველთვის-0%
ხშირად-10%
იშვიათად-45%
არასდროს-45%
-19-
5.იყენებთ თუ არა საშინაო დავალების შესრულების დროს იმფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?
ყოველთვის-0%
ხშირად-10%
იშვიათად-45%
არასდროს-45%
კითხვარი მშობლებს
1. ეხმარებით შვილს საშინაო დავალების შესრულებაში?
-20-
ყოველთვის-20%
ხშირად-30%
იშვიათად-40%
არასდროს-10%
2. გაქვთ თუ არა შვილისთვის შექმნილი შესაბამისი გარემო საშინაო დავალების შესასრულებლად?
დიახ-60%
არა-5%
ნაწილობრივ-35%
3. რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?
-21-
დავდივარ სკოლაში-55%
მაქვს სატელეფონო კავშირი მასწავლებლებთან-35%
ვათვალიერებ შესრულებული დავალების შეფასებას-10%
4.რა სიხშირით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?
კვირაში ერთხელ-10%
თვეში ერთხელ-65%
სემესტრში ერთხელ-20%
-22-
სხვა -5%
5.როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილის დაინტერესება საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, გასულ წლებთან შედარებით როგორია?
უკეთესი70,%
უარესი-5%
არ იგრძნობა განსხვავება-25%
6.არის თუ არა თქვენი შვილი მოტივირებული საშინაო დავალების შესასრულებლად
დიახ-70%
არა-20%
ნაწილობრივ-10%
-23-
7. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თქვენი შვილის მიერ საშინაო დავალების შესრულება?
ძალიან მნიშვნელოვნად-80,%
მეტნაკლებად მნიშვნელოვნად-15%
უმნიშვნელოდ5%
კითხვარი მასწავლებელებს
დანართი 3- მასწავლებლების კითხვარის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:
ითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა ინდივიდუალურ
საჭიროებებს საშინაო დავალების მიცემისას ?
96% დიახ
0% არა
4% ნაწილობრივ
-24-
ასწორებთ თუ არა საშინაო დავალებას სწრაფად
და ზედმიწევნით?
49 % ყოველთვის
47 % ხშირად
4% იშვიათად
0% არასდროს
რა ფორმით აწვდით ინფორმაციას მოსწავლის მშობელს შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?
24 % მაქვს სატელეფონო კავშირი
50% საშინაო დავალების რვეულში ვუწერ შეფასებას
24 % ვიბარებ სკოლაში
2 % არ ვაწვდი ინფორმაციას
მასწავლებლების ღია კითხვების ანალიზისას აღმოჩნდა , რომ გამოკითხული ყველა მასწავლებელი ახდენდა რეაგირებას საშინაო დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსწავლეს აძლევდნენ მითითებას, თუ ამას სისტემატიური სახე ჰქონდა უკავშირდებოდნენ მშობელს და არკვევდნენ მიზეზს. გამოკითხული ყველა მასწავლებელი შეძლებისდაგვარად ითავალისწინებდა მოსწავლეთა ინტერესს, ზოგი აძლევდა არჩევანის საშუალებას, ითვალისწინებდმოსწავლეთა შესაძლებლობებს, არჩევდა ისეთ თემებს , რაც მოსწავლეებს მეტად დააინტერესებდა. ხოლო ღია კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ავუმაღლოთ მოსწავლეს მოტივაცია საშინაო დავალების შესასრულებლად? თითქმის ყველა მასწავლებელი აღნიშნავდა ,რომ მეტად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი, დავალებები უნდა იყოს მრავალფეროვანი, მოსწავლეებს უნდა მივცეთ პირველ რიგში პოზიტიური, ზუსტი, კონკრეტული და დროული უკუკავშირი.
-25-
რაოდენობრივი კითხვარის ანალიზის შემდგომ დავგეგმე ფოკუსჯგუფი
მე-6 კლასის მოსწავლეებთან, ფოკუსჯგუფის მიზანი იყო მიგვეღო უფრო ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლეებისაგან, რადგან კითხვარების შედეგად გამოვლინდა, რომ მეექვსე კლასის 80 პროცენტს უჭირდა ინგლისური ენის საშინაო დავალების შესრულება და 80 % არ უჭირდა და უპირატესობას ანიჭებდა მათემატიკის დავალების შესრულებას, ფოკუსჯგუფის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეების 60 პროცენტს უჭირდა მათემატიკის დავალების შესრულებაც, ფაქტიურად, შეიცვალა რაოდენობრივი კვლევის მონაცემი, რის საფუძველზეც ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავწერეთ ინგლისური ენის მასწავლებელთან და მათემატიკის მასწავლებელთან. ფოკუსჯგუფის შედეგად გამოვლინდა ის , რომ მოსწავლეებს ავიწყდებოდათ ხელოვნების, მუსიკის დავალების შესრულება.
ჩაღრმავებული ინტერვიუ . ინტერვიუს მიზანი იყო: გაგვერკვია, მათი აზრით, რატომ უჭირდათ მოსწავლეებს დავალების შესრულება, რა იყო ამის მიზეზი. რა სიხშირით აძლევდნენ საშინაო დავალებას, რა მოცულობით? ინტერვიუს შედეგად გამოვლინდა, რომ მასწავლებლები პროგრამას მიყვებოდნენ დავალების მიცემისას, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ, რომ არ მიეცათ დიდი მოცულობით დავალება, მაგრამ არ თანამშრომლობდნენ კოლეგებთან.
მოსწავლეებთან ჩაღრმავებული ინტერვიუ. ინტერვიუს მიზანი იყო: გაგვერკვია ,საშინაო დავალების შესრულებისას არსებობდა თუ არა მოსწავლეებისთვის „პირველხარისხოვანი“ და „მეორეხარისხოვანი“ საგნები. რა დროსაც, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსწავლეები მეორეხარისხოვან საგნებად თვლიდნენ ხელოვნებას და მუსიკას, მიუხედავად იმისა რომ ამ საგნებში ხშრად დავალება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, უპირატესობას ანიჭებდნენ ისეთ საგნებში დავალების შესრულებას, რომელიც უფრო „გამოადგებოდათ“.
-26-
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
მასწავლებლები არ თანამშრომლობდნენ საშინაო დავალებასთან დაკავშირებით;
საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენების პრინციპების ნაწილობრივ გამოყენება;
მშობელთა ნაკლები ჩართულობა საშინაო დავალების შერულებისას;
საშინაო დავალების შესასრულებლად ნაკლებად ეფექტური გარემო.
კვლევის მდგრადობა
კვლევის შედეგად გამოვლინდა, ის რომ მოსწავლეებს ავიწყდებოდათ ხელოვნების, მუსიკის დავალების შესრულება, მართალია მოსწავლეები არ აკონკრეტებდნენ ამის მიზეზს, მაგრამ კვლევის ჯგუფს საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ამ საგნებს ისინი შედარებით მეორეხარისხოვნად თვლიდნენ.
-27-
ინტერვენციები:
მონაცემთა ანალიზის შემდეგ დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
1.სამუშაო შეხვედრაზე კვლევისთვის გამოყენებული ლიტერატურის გაცნობა მასწავლებლებისთვის. კვლევის ჯგუფმა მოვამზადეთ პრეზენტაცია კვლევაში გამოყენებული ლიტერატურის შესახებ, რომელიც, ჩვენი აზრით დაეხმარებათ მასწავლებლებს, გაზარდონ საშინაო დავალების ეფექტურობა.
2.შეხვედრა მშობლებთან და ფსიქოლოგის რჩევების გაცნობა საშინაო დავალებასთან დაკავშირებით - მართალია, მშობლების 96 % თვლის რომ შვილისთვის შესაბამისი გარემო აქვს შექმნილი, ჩავთვალეთ რომ მათვის საინტერესო იქნებოდა მოგვეწვია ისინი და გაგვეცნო ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მათ შვილებისთვის საშინაო დავალებების შესასრულებლად გარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
3. სამუშაო შეხვედრა კათედრაზე უცხო ენის მასწავლებლებთან - კვლევის ჯგუფის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა უცხო ენის მასწავლებლების კათედრაზე, განვიხილეთ საშინაო დავალების ეფექტიანად გამოყენების პრინციპები, კოლეგებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება
4 სამუშაო შეხვედრა კათედრაზე მათემატიკის მასწავლებლებთან - კვლევის ჯგუფის ინიციატივით ასევე, გაიმართა შეხვედრა მათემატიკის მასწავლებლების კათედრაზე, განვიხილეთ საშინაო დავალების ეფექტიანად გამოყენების პრინციპები, კოლეგებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.
5. სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან საშინაო დავალების საერთო სასკოლო წესის შემუშავების შესახებ.
6. მოსწავლეთა ესთეტიკური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით,
პრეზენტაციის ჩვენება ცნობილ ხელოვანებზე, რომლებმაც მაქსიმალურად მოახერხეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, მოიპოვეს პოპულარობა და გაუთქვეს სახელი თავიანთ ქვეყანას.
გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა შეგვემუშავებინა საშინაო დავალების ერთიანი სასკოლო წესი.ამ მიზნით გავმართე სამუშაო შეხვედრა
-28-
სკოლის მასწავლებლებთან და სკოლის დირექციასთან , რათა თავიდან აგვეცილებინა საშინაო დავალებების დიდი მოცულობა და შეგვემუშავებინა ერთიანი სასკოლო წესი.
გადავწყვიტეთ: შეგვეცვალა გაკვეთილების ცხრილი და ისეთნაირად გაგვენაწილებინა, რომ ერთ დღეს მოსწავლეს არ მოუწიოს ბევრი დავალების შესრულება, რაც ავტომატურად გამორიცხავს მობეზრებას, დავალებების გადაჭარბებულად მიცემას.
მასწავლებელმა დავალება იმ შემთხვევაში უნდა მისცემს მოსწავლეს, თუ
მის გასწორებას, ან გამოკითხვას მოახერხებს სწრაფად და ზედმიწევნით, ასევე განისაზღვრა ნაშრომის მოსწავლეებისთვის დროული დაბრუნება.
ინტერვენციების შედეგების შეფასება
კვლევის შეფასების მიზანს წარმოადგენდა:
რამდენად დაეხმარათ მასწავლებლებს კვლევის მიერ წარმოდგენილი ლიტერატურის პრეზენტაცია.
რამდენად დაეხმარებათ მშობლებს კვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი
ფსიქოლოგის რჩევები მათი შვილების საშინაო დავალების შესრულების დროს დახმარების გასაწევად
სამუშაო შეხვედრები კათედრაზე დაეხმარათ თუ არა ინგლისური ენისა და
მათემატიკის მასწავლებლებს.
საშინაო დავალების საერთო სასკოლო წესის შემოღება დაეხმარათ თუ არა მასწავლებლებს საშინაო დავალების შესრულების ხარისხის გაზრდაში.
რამდენად დაეხმარათ მოსწავლეებს პრეზენტაცია ცნობილ ხელოვანებზე
ესთეტიკური საგნების საშინაო დავალებების მიმართ ინტერესის გაზრდისთვის.
ლიტერტურის გაცნობის შემდეგ მასწავლებლებთან ჩავატარე ინტერვიუები ინტერვიუში პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ლიტერატურა დაეხმარათ მათ საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენებაში.
ასევე, ინტერვიუები ჩავატარე მშობლებთან. კითხვარებში მშობლების 96% აღნიშნავდა, რომ მათი შვილებისთვის შესაბამისი გარემო აქვთ შექმნილი საშინაო დავალების შესასრულებლად, მაგრამ ფსიქოლოგების მიერ შემოთავაზებული რჩევების გაცნობის შემდეგ მათ აღნიშნეს ,რომ დაეხმარათ საგრძნობლად გაეუმჯობესებინათ შვილებისთვის გარემო .
კათედრაზე ჩატარებული სამუშაო შეხვედრების შემდეგ ინტერვიუებში მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება, რაც დანერგეს პრაქტიკაში.
-29-
ჩავატარე ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან სკოლაში შემოღებული საშინაო დავალების საერთო სასკოლო წესის შესახებ, რა დროსაც მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დაეხმარათ ამ წესების შემოღება, რადგან მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი არიან, ინტერესით ასრულებენ დავალებას, შესაბამისად გაიზარდა სასწავლო პროცესში საშინაო დავალების ეფექტიანობა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ კიდევ უფრო გაიზრდებოდა ცხრილში განხორცილებული ცვლილების შემდეგ მომავალი სასწავლო წლიდან.
ჩავატარე ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან, რომლებიც გამოხატავდნენ თავიანთ შთაბეჭდილებას ხელოვანებზე ნანახი პრეზენტაციის შესახებ, ასევე აღნიშნეს, რომ მეტ ინტერეს იჩენენ უკვე ამ საგნების საშინაო დავალებების მიმართ.
კვლევის ნაკლოვანებები
ცვლილებების განხორცილებისთვის არახელსაყრელი პერიოდი- პრაქტიკული კვლევის ცვლილებების ნაწილი სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულს დაემთხვა, რის გამოც ვერ მოვახერხეთ გაკვეთილების ცხრილის შეცვლა, და საშინაო დავალების საერთო სასკოლო წესის ბოლომდე განხორცილება.
რეკომენდაციები
ვფიქრობ, კვლევის წარმოებისას მომავალში შესაძლებელია მასწავლებელთა ჩართულობის გაზრდა, თუ ეს კვლევა იქნება მიმართული მხოლოდ სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე და არა კარიერულ წინსვლაზე.
სასწავლო წლის დასაწყისში გაკვეთილების ცხრილის შედგენის დროს მომავალი სასწავლო წლიდან, საგნების იმგვარად გადანაწილება, რომ მოსწავლეებს ერთდროულად ბევრი საგნის დავალების შესრულებამ არ მოუწიოს, საგრძნობლად გააუმჯობესებს საშინაო დავალების შესრულების ხარისხს.
რეკომენდაციები კოლეგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს
აქტიურად ითანამშრომლეთ კოლეგებთან, იხელმძღვანელეთ საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენების პრინციპებით და დაიცავით საშინაო დავალების შესრულების საერთო სასკოლო წესი.
ეცადეთ, ყოველთვის შესრულოთ საშინაო დავალება, პოზიტიური კუთხით შეხედოთ მას, რადგან საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. -30-
ეცადეთ, დაიცვათ საშინაო დავალებაზე კვლევაში გამოთქმული რეკომენდაციები (პასუხისმგებლობის გამომუშავება, წესებისა და პროცედურების შემუშავება, სამუშაო სივრცის სწორად ორგანიზება, სასაუბრო ლექსიკიდან ნეგატივის გამორიცხვა და სხვა), რადგან დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ შვილების გარემო და მეტად აქტიურად ჩაერთოთ მათ სწავლის პროცესში.
დასკვნები
სკოლაში ჩატარებული პრატიკული კვლევის საფუძველზე ( კვლევა მოიცავდა პრობლემების შესწავლის, ცვლილებების დაგეგმვა-განხორცილებისა და შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ V- IX კლასებში საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზებია:
პედაგოგთა შორის საშინაო დავალებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
მასწავლებლების მხრიდან საშინაო დავალების ეფექტურად გამოყენების
პრინციპების ნაწილობრივ გამოყენება;
მშობლების მხრიდან საშინაო დავალების შესასრულებლად ნაკლებად ეფექტური გარემოს არსებობა;
მშობელთა ნაკლები ჩართულობა შვილების საშინაო დავალების შესრულების პროცესში;
საგნებისთვის „მეორეხარისხოვანის“ იარლიყის მინიჭება .
ვთვლით, რომ კვლევის პროცესში გამოიკვეთილი მიზეზი , რომ მასწავლებლები არ უცვლიან ერთმანეთს მოსაზრებას საშინაო დავალებასთან დაკავშირებით, არ თანხმდებიან მოცულობასა და ფორმაზე, გამოიწვევს იმას, რომ მოსწავლესთვის საერთო ჯამში მიცემული დავალებების რაოდენობა იყოს მოცულობითი და ერთფეროვანი, რამაც შესაძლოა მისი დემოტივაცია გამოიწვიოს. ასევე ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მშობელთა ნაკლები ჩართულობა, რადგან ,თუ მშობელი იჩენს ნაკლებ ინტერსს შვილის სწავლის პროცესის მიმართ, ეს აისახება მოსწავლეთა ინტერესის კლებაზე.
ამრიგად,პატარა ადამიანების გულწრფელობა საუკეთესო გზამკვლევია ჩემთვის. მივხვდი, რომ ყველაზე მეტად იმ დავალებების დაწერა მოსწონთ, რომელიც გამოსდით, როცა თავს კარგად გრძნობენ და საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდებიან. კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე, როცა დავალება არ აქვთ შესრულებული, საკუთარ თავში ვეძებ ხოლმე მიზეზებს – ალბათ კარგად ვერ ავუხსენი, შეიძლება ეძნელათ, იქნებ საინტერესო არ იყო – ათას რამეს ვფიქრობ.
-31-
ასე რომ, რადგან სასწავლო პროცესი ცოცხალი პროცესია, ყველაფერს აქვს ემოციური მხარე. მას შემდეგ, რაც ასე დავიწყე აზროვნება, პირადად ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მასწავლებლისთვის, საშინაო დავალება გაკვეთილის ყველაზე სასიამოვნო
ნაწილად იქცა. წინასწარ ვფიქრობ, ვარჩევ დიდი სიფრთხილით, ვცდილობ, რომ იყოს სახალისო, ერთად ვადგენთ შეფასების მოთხოვნებს, მოსწავლეები სწავლობენ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებებს, მათი შეცდომებიც ძალიან მიყვარს და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ადვილად შესამჩნევი ხდება. საშინაო დავალების რვეული ფასეულია მშობლებისთვისაც, რადგან ხშირად ვიყენებ განმავითარებელ კომენტარებს და აქამდე ვალდებულებისთვის არსებული საშინაო დავალების რვეულები ასე ხდება პატარ-პატარა გზავნილების მატარებელი.
-32-
ბიბლიოგრაფია
1. გაბაშვილი მ . (2010). საშინაო დავალება, ეფექტიანი სწავლება თეორია და პრაქტიკა, ი. კუტალაძე, 147-162 ,თბილისი, გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტი
2. ზურაბიშვილი. თ. (2006). თვისობრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში.
სოციალურ მეცნიერებათა სერია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
3. ინასარიძე.მ. , ლობჟანიძე.ს., რატიანი.მ, სამსონია.ი. (2016) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II..მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
4. ლომიძე.ნ. (2015) საშინაო დავალება დასჯა არ არის(რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს) http://mastsavlebeli.ge/?p=1779
5. წულაძე.ლ. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა სერია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
-33-
კითვარი მოსწავლეებისთვის
მოგესალმებთ!
ვატარებ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე:
„საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.“ თქვენი, როგორც მოსწავლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვაზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ასრულებთ თუ არა საშინაო დავალებას?
o ყოველთვის
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
2. რა დროს უთმობთ საშინაო დავალების შესრულებას?
o 20. წთ
o 30 წთ
o 1 საათი
o 90 წთ
o 2 საათი
o სხვა ( ჩაწერეთ)-----------------------------
3არის თუ არა საშინაო დავალება მოსაბეზრებელი?
o ყოველთვის
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
4. მოგსვლიათ თუ არა კონფლიქტი მშობლებთან საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით?
o ყოველთვის
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
-34-
5.იყენებთ თუ არა საშინაო დავალების შესრულების დროს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს?
o ყოველთვის
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
გმადლობთ მონაწილეობისათვის!
დანართი 2-კითხვარი მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე:
„საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ თქვენი, როგორც მშობლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვაზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ეხმარებით შვილს საშინაო დავალების შესრულებაში?
o ყოველთვის
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
2. გაქვთ თუ არა შვილისთვის შექმნილი შესაბამისი გარემო საშინაო დავალების შესასრულებლად?
o დიახ
o არა
o ნაწილობრივ
3. რა ფორმით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?
o დავდივარ სკოლაში
o მაქვს სატელეფონო კავშირი მასწავლებლებთან
o ვათვალიერებ შესრულებული დავალების შეფასებას
-35-
4. რა სიხშირით იღებთ ინფორმაციას თქვენი შვილის მიერ შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?
o კვირაში ერთხელ
o თვეში ერთხელ
o სემესტრში ერთხელ
o სხვა
5. როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილის დაინტერესება საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, გასულ წლებთან შედარებით როგორია?
o უკეთესი
o უარესი
o არ იგრძნობა განსხვავება
6. არის თუ არა თქვენი შვილი მოტივირებული საშინაო დავალების შესასრულებლად
o დიახ
o არა
o ნაწილობრივ
7. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თქვენი შვილის მიერ საშინაო დავალების შესრულება?
o ძალიან მნიშვნელოვნად
o მეტნაკლებად მნიშვნელოვნად
o უმნიშვნელოდ
გმადლობთ მონაწილეობისათვის!
დანართი 3- კითხვარი მასწავლებლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე:
„საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.“ თქვენი, როგორც მასწავლებლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვაზე სახელისა და გვარის მითითება.
1. ითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს საშინაო დავალების მიცემის დროს?
o დიახ
o არა
o ნაწილობრივ
2. ასწორებთ თუ არა საშინაო დავალებას სწრაფად და ზედმიწევნით?
o ყოველთვის
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
3. რა ფორმით აწვდით ინფორმაციას მოსწავლის მშობელს შესრულებული საშინაო დავალების ხარისხის შესახებ?
o მაქვს სატელეფონო კავშირი
o საშინაო დავალებეს რვეულში ვუწერ შეფასებებს
o ვიბარებ სკოლაში
o არ ვაწვდი ინფორმაციას -36-
კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია
ჩემს მიერ განხორცილებული პედაგოგიური პრაქტიკული კვლევის: „ საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების“ შედეგების გაზიარების მიზნით გავმართე შეხვედრა კვლევის სამიზნე ჯგუფთან:
1. სკოლის V,VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები . 2. სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან V,VI, VII, VIII, IX კლასებში. 3. V,VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეთა მშობლები. შეხვედრას დაესწრო აღნიშნულ კლასებში შემსვლელი მასწავლებლები, მოსწავლეები და და მშობლები.. ვუჩვენე პრეზენტაცია, სადაც დეტალურად განვიხილე კვლევის ეტაპები: მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნა. შედეგები წარვუდგინე დიაგრამების სახით, ღია კითხვები, მოვიყვანე ფაქტი, ციტატა კომენტარის სახით. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი: ისინი ამბობდნენ, რომ მოეწონათ კვლევა, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს საშინაო დავალების მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნეს რომ ჩატარებული კვლევა ძალიან დაეხმარათ საშინაო დავალების კარგად შესრულებაში. ასევე აღნიშნავდნენ, რომ საგრძნობლად გაუუმჯობესდათ გარემო დავალების შესასრულებლად. მშობლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კვლევა მოეწონათ, კვლევის შედეგები აისახა მათი შვილების მოტივაციაზე, საგრძნობლად დაეხმარათ შეექმნათ მათთვის საშინაო დავალების შესასრულებლად ეფექტური გარემო. აღნიშნეს. რომ მიესალმებიან მსგავსი კვლევების ჩატარებას. მასწავლებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩვენი შრომისმოყვარეობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა კვლევის შედეგებზეც აისახა, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ შორის, აღნიშნეს, რომ კვლევა ძალიან კარგი იყო, ეხებოდა მათთვის აქტუალურ თემას, იყო დროული და საგრძნობლად დაეხმარათ უკვე სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდაში. მომავალში იმედი გამოთქვეს, რომ კვლევის მიგნებების და რეკომენდაციების გათვალისწინება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და საშინაო დავალებების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას. მასწავლებლების მიერ მოცემული უკუკავშირიდან ჩანდა, თუ როგორ აისახა კვლევის შედეგები მათ პრაქტიკაში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კვლევა დროული იყო, ეხებოდა ყველასთვის აქტუალურ თემას და გამოადგათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში, ეს ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო. კვლევის დროს მიღებულმა გამოცდილებამ და მათმა პრაქტიკაში განხორცილებამ ხელი შემიწყო, გამეზარდა მოსწავლეთა დაინტერესება საშინაო დავალებით, შესაბამისად, გამეუმჯობესებინა აკადემიური მოსწრებაც. ვფიქრობ, კვლევის დროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება მომავალშიც ვიმუშაო კვლევაზე საკუთარი და თანამშრომლების პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით და სასწავლო გარემოს ეფექტიანობის გაზრდისთვის.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლა, მათემატიკის მასწავლებელი: მელანო წიწილაშვილი
-37-
No comments:
Post a Comment