ჩემი საცხოვრებელი
სახლის ელექტროგაყვანილობა
პროექტის იდეა: მოსწავლემ შეძლოს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ელექტრული ქსელის
შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში მარტივი სქემის შექმნა.
პროექტის აქტუალობა:
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეს ელექტრული
წრედების წაკითხვის და შესწავლის საქმეში და საშუალებას მისცემს შესაძლებლობის ფარგლებში
მცირე ელექტრული დაზიანების აღმოფხვრას.
პროექტის მიზანი: საყოფაცხოვრებო ელექტრული ქსელის გამოკვლევა.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
ხანგრძლივობა: 2 დღე.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლემ ინსტრუქციის მიხედვით უნდა შეძლოს საკუთარი
საცხოვრებელი სახლის ელექტული ქსელის გამოკვლევა
და ელექტრული სქემების შედგენა.მან
უნდა განსაზღვროს ის რომ, სახლის ქსელი რამდენიმე
წრედისგან შედგება. ერთში შეიძლება დიდი დენი გადიოდეს და ელექტროღუმელს და ელექტროჩაიდანს ამუშავებდეს, ცალკე წრედი გამოიყენება სარეცხი მანქანისთვის,
ტელევიზორისთვის, კომპიუტერისთვის ,ცალკე წრედი –ნათურებისთვის.მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს,რომ
ჩამრთველები და დამცველები დენის სიდიდის მიხედვით
ირჩევა,წრედი სადენი ფაზის, ნულოვანი და დამიწების მავთულისგან შედგება.
ვოლტმეტრი |
პროექტის
მსვლელობა: მივცემ ინსტრუქციას, როგორ მოახდინოს საკუთარი საცხოვრებელი
სახლის ელექტრული სქემის გამოკვლევა და შევადგენინებ სახლის ელექტროგაყვანილობის სქემას
.
რა
სახის შეერთება შეგვხვდა ქსელის შესწავლისას?
რას
უდრის ადგილობრივი ქვესადგურიდან მოწოდებული ძაბვა?
განსაზღვრეთ,რა
სიდიდის დენს მოიხმარს თქვენი ოჯახი საშუალოდ დღეში და გაიანგარიშეთ დღიური ხარჯი ლარში.
რა
საფრთხეს უქმნის დაზიანებული სადენი ელექტრულ ხელსაწყოებს?
საჭიროა
თუ არა ხელსაწყოების დამიწება,რომელსაც არ გააჩნია ლითონის კორპუსი?
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: მოსწავლე ადგენს
მარტივ ელექტრულ წრედებს,გამოთქვამს აზრს წრედში დენის წარმოშობისა და არსებობის შესახებ,მსჯელობს
ელექტროგამტარებლობის შესახებ,მოიპოვებს ინფორმაციას ტექნიკასა და ყოფა-ცხოვრებაში
ელექტრული ხელსაწყოების მუშაობის პრინციპების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი: მელანო
წიწილაშვილი
ელ.ფოსტა: melanowiwilashvili@gmail.com
ბლოგი: melanowiwilashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment