Friday, June 17, 2016

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ამ ბმულზე

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

მეცხრე ტრენინგდღე  სასწავლო პროექტის ჩამონათვალში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსირაც შევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად, გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლები და აღვნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მასალას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
პროექტის ფარგლებში ვიმუშავე  და შევქმენი სლაიდ-შოუ pover point-ში.
Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
 ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას.
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ბევრი რამ. მიუხედავად იმისარომ უკვე მქონდა გამოქვეყნებული პროექტი ბლოგზე,   ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწევისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზებროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგში  მონაწილეობამ  მომცა  სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების  გან-ხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში.  ვაპირებაქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.

Thursday, June 9, 2016

მერვე ტრენინგდღე

დღევანდელ დღეს ვიმუშავე საპროექტო თემის პრეზენტაციაზე.შევქმენი სლაიდშოუ,სადაც ცამოვაყალიბე პროექტის მიზანი,ჩამოვაყალიბე ჰიპოთეზა,ავტვირთე დამხმარე მასალა გრაფიკული და ტექსტური სახით,შევქმენი წრიული დიაგრამა, მოვამზადე  დასკვნა და რეკომენდაციები.
  ტრენინგდღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.

Wednesday, June 8, 2016

მეშვიდე ტრენინგდღე

დღევანდელ ტრენინგზე ჩამოვაყალიბე შეფასების მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმა და რუბრიკები,მოვარგე იგი შეფასების ფორმას.შევიმუშავე შეფასების კრიტერიუმები შინაარსობრივი,პრეზენტაციის ორგანიზების და დიზაინის,ზეპირი პრეზენტაციისათვის.შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი.მოსწავლის ნამუშევრისათვის მოვარგე ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაცია.ინფორმაცია ბმულების სახით შევინახე გამოყენებული ლიტერატურის გრაფაში.
 დღევანდელი მოძიერული მასალით  მზად ვარ მომავალი ტრენინგდღისათვის.

Friday, June 3, 2016

მეექვსე ტრენინგდღე

მეექვსე დღეს კვლავ ვიმუშავე  შეფასების  დროის ჩარჩოზე და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე.ეს ხელს შემიწყობს პროექტის დროის განსაზღვრაში,ახალი იდეების განხორციელებაში,დღევანდელმა ტრენინგმა მოტივაცია ამიმაღლა პროექტზე მუშაობისათვის.

Thursday, June 2, 2016

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

 დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმებზე.კერძოდ, მოსწავლეთა წინარე ცოდნის  და საჭიროებების დადგენა მოვახდინე ტესტირების გზით. პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შევარჩიე  ისეთი შეფასების ფორმები, რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს მოსწავლეებს შეფასების პროცესში, აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს .შევავსეთ KWL ცხრილი ისე, როგორც მოსწავლეებმა.

Saturday, May 28, 2016

მეოთხე ტრენინგდღე

წინა ტრენინგდღეს შერჩეული საპროექტო თემისათვის ტრენერთან ერთად ვისაუბრე და ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვები.კერძოდ-განვსაზღვრე ზოგადი კითხვა,ჩამოვაყალიბე თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ტრენინგი გაცილებით საინტერესი იყო.ტრენერის დახმარებაც ნაკლებად დამჭირდა.დღევანდელი სამუშაო დამეხმარა თემის სიღრმისეულ წვდომაში.

მესამე ტრენინგდღე

შევარჩიე პროექტის თემა,განვსაზღვრე საპროექტო თემის  მიზანი,თემის შინაარსი,ეროვნული სასწავლო გეგმიდან განვსაზღვრე მისაღწევი სტანდარტი და შევუსაბამე ინდიკატორები,ჩამოვაყალიბე მოსწავლეების ამოცანები და მისაღწევი შედეგები.
მომავალში გამიადვილდება თემის შერჩევა და მიზნის განსაზღვრა,ეს საშუალებას მომცემს მოსწავლეებს განუვითარო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და  განვუმტკიცო შესაბამისი უნარ-ჩვევები.

წინა დღესთან შედარებით სამუშაო გაცილებით მარტივი იყო და პრობლემებიც ნაკლები იყო.

პირველი მოდულის რეფლექსია

 ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის მიზანი  და მოსალოდნელი შედეგებიგავეცანით Intel-ის სახელმღვანელო Viewer-დავათვალიერე პროგრამის ინტერფეისიგავეცანი სამუშაო ინსტრუმენტებს,  დამხმარე გზამკვლევს და დავათვალირე სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).
გავიხსენე ტექსტური რედაქტორი Word- და გავაკეთე ელექტრონული საქაღალდე და ქვესაქაღალდეებირომლებიც მოვათავსე ძირითად საქაღალდეშიასევე გავეცანით პორტფოლიოს ჩამონათვალს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებსპროექტის მახასიათებლების ჩამონათვალსპროექტის გეგმის შაბლონსვიმუშავე ბუკლეტის შექმნაზე,შევარჩიე პროექტის თემა.
საშუალება მექნება მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და განვუმტკიცო უნარ-ჩვევები.

                 სიტუაციური ამოცანების, სახალისო მათემატიკის, უსაფრთხო ექსპერიმენტების    და   როლური თამაშების მნიშვნელობა დაწყებით კლასე...